ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო უილიამ შექსპირის ბოლო და ყველაზე მისტიკური პიესა „ქარიშხალი“.
სპექტაკლის რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, რომელიც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
სცენოგრაფი - გიორგი უსტიაშვილი; კოსტიუმების მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი; კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება-
კონსტანტინე ეჯიბაშვილი; ქორეოგრაფი - კონსტანტინე ფურცელაძე; ქორეოგრაფ/რეპეტიტორი - ირინა კუპრავა;
რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია. .
სპექტაკლის შესახებ:
უილიამ შექსპირის ,,ქარიშხალი“ ბურუსით მოცული ამბავია. რეალური ფაქტია ეს თუ ადამიანის წარმოსახვაში მიმდინარე ოცნებათა კრებული. ხშირად ადამიანები ჩვენს წარმოსახვებში ვქმნით სამყაროს, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს კონტროლი კი გვანიჭებს ძალაუფლებას, ძალაუფლება კი ბედნიერებას. ხშირად უკონტროლო ძალაუფლებაში გადასულნი ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს დაქვემდებარებაში ჩვენივე ხელით შექმნილ სამყაროს. ვკარგავთ საზღვრებს და ვნებთ გარემოს, საზოგადოებას, ერთმანეთს. სპექტაკლი - ,,ქარიშხალი“ ჰყვება ამბავს, სადაც წარმოსახვებში გაჭრილი ადამიანი შურისძიებისთვის მომართული დასჯის და ანადგურებს ადამიანებს, რომლებმაც ის შეურაცხყვეს. სჯის მათ, სამაგიეროს უხდის იმისთვის, რაც მას დამართეს. თუმცა ფინალში დგება პატიების ჟამი. პატიებისა, როგორც საკუთარი თავისადმი ისე მტრებისადმი. პატიება სამყაროსადმი.... მიმტევებლობა - ეს არის ერთადერთი გზა დავიწყოთ ახლიდან, ფსკერიდან. დავიწყოთ, როგორც ჩვენი წარმოსახვითი, ასევე ჩვენი რეალური ცხოვრება.
მიმტევებლობა არის გზა მოვიპოვოთ საკუთარ თავში და სამყაროში ყველაზე მთავარი, თავისუფლება - ეს გახლავთ სპექტაკლის მთავარი სათქმელი.
აღსანიშნავია მსახიობთა მაღალი პროფესიონალიზმი და ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობა, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება.
მაყურებელმა სპექტაკლი ემოციურად მიიღო, დიდხანს არ ცხრებოდა ტაში და ოვაცია.
მონაწილეობენ: ზურა დონდოლაძე, თორნიკე კაკულია, ანიკო შურღაია, ირაკლი კვერღელიძე, ანი ანდღულაძე, ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, გუჯა ქარაია, გენა შონია, ბექა ჯუმუტია, გია სურმავა, რამინ კილასონია, ნინო გოშაძე, თამუნა ჭუბაბრია, სანდრო გუჯაბიძე, მარტინ ღამბარაშვილი, ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარაძე, თამუნა აბშილავა, შოთა სასანია, თემო გოგინავა, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუკა დვალიშვილი.