საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად, საკრებულოს უმავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
პაატა კვიჟინაძე: ,,ხარაგაულის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ მერიასთან და საკრებულოსთან ერთად , დაისახა გეგმები, რომელიც 2023 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.“
პაატა კვიჟინაძე აქტიურად მუშაობს სამინისტროსთან ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირების კუთხით.
გაზიფიცირებაზე წარდგენილია ხარაგაულის 11 სოფელი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
კობა ლურსმანაშვილი:
,,მნიშვნელოვანია ჩართულობა და კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის რგოლებთან ასევე სხვადასხვა უწყებებთან და სამინისტროებთან .
ჩვენ ერთი გუნდი ვართ , ხარაგაული მაქსიმალურად ცდილობს ყველა გამოწვევას, რაც მოსახლეობის წინაშე დგას გუნდური პრინციპებით უპასუხოს .
ვფიქრობ ეს ერთიანობა იგრძნობა და მომავალშიც დადებითად აისახება ხარაგაულელებზე.
პაატა კვიჟინაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.