ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველადი ინფორმაციით, მეზობლის დასახმარებლად წავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.
„სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ“, – განაცხადა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.