მიმდინარე პროცესს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„ვაკეთებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას ოზურგეთში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მალე თოვლის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენასაც დავიწყებთ. ამჯერად, დაბა ნარუჯაში, მე-3 რაიონში დაბის ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაკეთებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება.