მახინჯაურში მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული შუა ხნის ქალია.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.