ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფელბში
50 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში 1.5 მეტრს აღწევს.
დღეს დილით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, სოფელ თხილვანაში ჩამოწვა ზვავი, რომელმაც მოიყოლა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი.
ასევე, თოვლისა და ძლიერი წვიმის გამო, 10-მდე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. დაიმეწყრა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა გზებზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს გადადგილების შესაძლებლობა.
მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მოქმედებს ცხელი ხაზი - +995 551 00 52 72