ხაშურში, ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთზე, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


-წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის პარალელურად, შემსრულებელი კომპანიის მიერ, ხორციელდება დაზიანებული საფარის მოწესრიგების დროებითი სამუშაოები. თუმცა, ჩვენ, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც პროექტი დასრულდებოდა, ეტაპობრივად დავაგებდით ასფალტს და ამ ეტაპზე, სწორედ, ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს ეს სამუშაოები.  დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, გათვალისწინებულია, ასფალტის მეორე ფენა, ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა. პროექტი ხორციელდება დადიანის ქუჩაზეც. რაც შეეხება სხვა ქუჩებს,სამუშაოების დასაგეგმად, ხდება მათი პროექტირება,- აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის  ღირებულება 244 000-ს ლარს შეადგენს.