ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა.
მან აუდიტორიას წარუდგინა საბჭოს ინიციატივით ჩატარებული კვლევის: „გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის აქტუალურობასთან დაკავშირებით“ შედეგები, რაც საბჭოს განვლილი მუშაობის შეფასების ერთ–ერთი ინდიკატორია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თათია ბროლიძემ ისაუბრა გენდერულ სტატისტიკაზე, როგორც გენდერული ბიუჯეტირების პროცესში ყველაზე სანდო ინსტრუმენტზე და წარადგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი ინიციატივა -ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში გენდერული სტატისტიკის წარმოების პროცესის დაწყება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამებში“ გენდერული კუთხით ამომრჩეველთა ჩართულობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძემ და აღნიშნა, რომ კვლევა საჭიროა კონკრეტული გაზომვადი შედეგების მისაღწევად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა. აღინიშნა, რომ ასეთი კომისიის არსებობა მსხვერპლთა დახმარების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა გელაშვილმა წარადგინა საბავშვო ბაღებში მიმდინარე ინოვაციური პროექტი -„მამები კითხულობენ ზღაპარს,“ რომლის პარალელურად დაიწყო ახალი პროექტი -„დედები და მამები სამზარეულოში“.
ხაშურის მუნიციპალიტეტში „ხაშურელ მეწარმე ქალთა კავშირის” ჩამოყალიბების თაობაზე მოხსენება გააკეთა გენდერული საჭოს წევრმა ნანა შარაშიძემ.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სტატისტიკური კვლევების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.