სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი  სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით  მის სტუმარს  მოხვდა.  გულმკერდის არეში დაჭრილი კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.