საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და ამავე სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალაქ დედოფლისწყაროს N1 და სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
სკოლების მშენებლობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასადილო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული სივრცეები.
სკოლების ინფრასტრუქტურა იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.