გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილა აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.