გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,1989 წლის 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ამ ბრძოლას 21 გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი გურიის რეგიონიდან იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ისინი და მადლობას ვუხდი თავისუფლებისთვის", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.