გორის მუნიციპალიტეტში კალათბურთის პირველობა- 3X3 -ზე გაიმართება.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 3000 ლარი:
I ადგილი - 1 500 ლარი
II ადგილი - 1 000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი
პირობები:
შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოყვარულ კალათბურთელებს 14 წლიდან.
გუნდებში არ დაიშვებიან სუპერლიგის და ა ლიგის მოთამაშე კალათბურთელები.
განაცხადში უნდა იყო მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 მოთამაშე.
გუნდებს განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1 აგვისტოს ჩათვლით.
სარეგისტრაციო ფორმა - https://shorturl.at/Q2457
ღონისძიების დებულება - https://rb.gy/jfz2g
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5).
გორის მუნიციპალიტეტის პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორი“.
შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება.