ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ შიდა ქართლის სერვის-ცენტრების თანამშრომლებს ახალი რეგიონული მენეჯერი – პაატა ივანიშვილი წარუდგინეს.

შეხვედრაზე ყურადღება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე გამახვილდა. ახალ მენეჯერს სამინისტროსა და კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან ოპერაციული პროცესების გამართულად მართვა და მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სერვისის უზრუნველყოფა დაევალა.

პაატა ივანიშვილს წყალმომარაგების კომპანიის სხვადასხვა რეგიონულ სერვის ცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2019-2021 წლებში ქალაქ გორის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს