ფოთში, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.
სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.
უამინდობის გამო, დღეს ფოთის საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. .
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება ქალაქს.