გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3 900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში – ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სამტრედიაში. საერთო ჯანმში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000-მდე აბონენტს.
„ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება, თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა, ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება, ვიდრე ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.