ამ დროისთვის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის შედეგად გუშინ მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, საგზაო ნიშნები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, სადენები და მრავალწლოვანი ხეები დაზიანდა.
„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად განხორციელდა წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების ღონისძიებები.
ასევე ხორციელდება წაქცეული საგზაო ნიშნების საყრდენი ბოძების აღდგენითი სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისან გასუფთავება და მომზადება გადახურვის სამუშაოების დასაწყებად.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. ქალაქის მასშტაბით გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები“,-აცხადებენ, ბათუმის მერიაში.