საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში პატივი მიაგეს წმინდანად შერაცხული მეფის სახელს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში შემეცნებითი ტური მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოს ისტორიაში დავით lV -ის, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლისა და აღმშენებლის როლზე, ისაუბრეს ასევე შუასაუკუნეების საქართველოში გელათის აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე.