დარჩელში, 180 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.
მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
დარჩელის საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 3 675 232 ლარია.
დარჩელის გარდა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭითაწყარში, რუხსა და შამგონაში განახორციელა.დარჩელის ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გუგუჩიამ და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ გახსნეს.
ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალება“(IOCC)-მა აღჭურვა.2012 წლიდან დღემდე აშენდა 14 საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 27 ბაღს.