ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროსთან პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.