ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და საერთაშორისო კინოფესტივალი „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი (გოგა) გოგიბერიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო. 


გოგიბერიძე 2006 წლიდან  "ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.