თვითმმართველობის წარმომადგენლები დიმის N1  და როხის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.

სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, მერიის კულტურის სამსხურის ხელმძღვანელმა მინდია კიკნაველიძემ და საკრებულოს დეპუტატებმა მიულოცეს.

2025-2026 სასწავლო წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 167 პირველკლასელია, რომლებსაც საჩუქრად წიგნებთან ერად, კომპიუტერები გადაეცათ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, მალე მუნიციპალიტეტს ორი რეაბილიტირებული სკოლა ექნება, როკითის და ქალა ბაღდათის N1საჯარო სკოლა. ეზოს კეთილმოწყობა, საკლასო ოთახების  და სპორტ დარბაზის რეაბილიტაცია კი  როხის საჯარო სკოლაში განხორციელდება