ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მოადგილე მერაბ ზირაქაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ ზალცლანდის ოფიციალურ პირთა დელეგაციას უმასპინძლა.
აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და ზალცლანდის რეგიონის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ თომას გრუშკამ, თავიანთი მხარეების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ზალცლანდის რეგიონთან დამეგობრებას გეგმავს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბაღდათის და ზალცლანდის პირველი პირები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის და განათლების მიმართულებით.
ზალცლანდის რეგიონის ოფიციალურ პირთა დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამი დღე იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გერმანელი სტუმრები სახალხო დღესასწაულს "ბაღდათობა 2023"-ს დაესწრნენ, კურორტი საირმე, წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე და ქუთაისის ისტორიული ძეგლები მოინახულეს.