აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის სპორტის დეპარტამენტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ასევე, დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტ