აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან, მერისისა და სხალთის ხეობაში მდებარე საოჯახო სახლები "მოყვარე და "სხალთა" სტუმრებს  "კარგი მასპინძლის" სტატუსით უმასპინძლებენ. 

"საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებმა პროექტით გათვალისწინებული ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს.
სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები",-აცხადებენ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
პროექტს "კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ანხორციელებს.