გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
" სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. დღევანდელი დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას,"- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.