ხვალ, 2026 წლის 21 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.