ივანიშვილი უკვე მოზომილადაც არ ამბობს, პირდაპირ როყიოდ ამბობს იმ ტექსტს, რა ტექსტსაც რუსული მხარე ამბობდა, -   ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„ის რასაც ახლა ივანიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ტაქტიკური ამოცანა აქვს ალბათ, ასეთ ტექსტებს რომ ამბობს, უფრო მეტად აზიანებს თავის გეგმას. პირდაპირ თქვა,  რუსეთ-საქართველოს ომი რასაც ჰქვია,  დაკვეთით დაიწყო სააკაშვილმაო და გულისხმობს ამერიკელებს, ევროპელებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას რომ ეს არჩევნები არის - ევროპა თუ რუსეთი, და რუსეთის მხარეს რომ არის ივანიშვილი უკვე მოზომილადაც არ ამბობს, პირდაპირ როყიოდ ამბობს იმ ტექსტს, რა ტექსტსაც რუსული მხარე ამბობდა იმ წლებშიც და იმის შემდგომაც, რასაც იმეორებს. მე მგონი ნათელზე ნათელია უკვე, საქართველოს ამომრჩეველი, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ, ყველანი მიდიან იმ განწყობით, ევროპა თუ რუსეთი, ასეთი ტიპის არჩევნები ტარდება ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს ივანიშვილი თავისი როყიო განცხადებებით“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში.