„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებას: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველას უყვარხართ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ორბანის ეს განცხადება ხელისუფლების ძალისხმევისა და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ლანძღოს ორბანი, ერთი რეალობაა - უნგრეთმა განსაკუთრებული პარტნიორობა გაუწია საქართველოს! ჰოდა, სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.