დღეს დილით უნდა დადებულიყო ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეფასების დოკუმენტი, თუმცა ამ წუთამდე ასეთი დოკუმენტი ევროკომისიას არ გამოუქვეყნებია. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი რამ,- ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
"პირველი: საქართველო პირველიდან ბოლო ადგილზე გადასწიონ, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა იქნება, რადგან რეალური შეფასების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ.
მეორე: თუ ეს არ გამოუვათ, რამენაირად მოახერხონ, რომ საქართველომ ქულებით უკრაინას მაინც ვერ გაასწროს. სხვა ახსნა გამოქვეყნების გადადებას არ გააჩნია.
ვნახოთ…" - წერს ზურაბ ქადაგიძე.