არ მგონია, სწორი იყოს, მოსახლეობის თუნდაც რაღაც ნაწილს, თუნდაც რამდენიმე დღით ილუზია გაუჩინოთ, თითქოს ამ პარლამენტში რამე ქმედითის  გაკეთება არის შესაძლებელი -  ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის ეს პარლამენტი თავიდანვე იყო„შაპიტო“, ახლაც ეს დამოკიდებულება მაქვს. არ მგონია, სწორი იყოს, მოსახლეობის თუნდაც რაღაც ნაწილს, თუნდაც რამდენიმე დღით ილუზია გაუჩინოთ, თითქოს ამ პარლამენტში რამე ქმედითის  გაკეთება არის შესაძლებელი. არ არის შესაძლებელი მანამ სანამ სისტემას არ შევცვლით, სადაც ოპოზიციას რეალური ბერკეტი არ ექნება პარლამენტში. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.