ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ვაკელი კაცი, 3 შვილის მამა. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ ვარ და ვიქნები საქართველოში, ხან იქ, ხან აქ. ვთვლიდი და ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან. არსად გაქცევას არ ვაპირებ. არსად დამალვას არ ვაპირებ. არც გაჩუმებას ვაპირებ და არც დაცვის აყვანას. ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენი შეშინებულის დედას შევე&ი, სუს-ს და პოლიციას ამოფარებულო &ლეებო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.