მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება. ჩვეულებრივი პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხართ ამ ბრძოლაში.
არ ვარ მე ეგ ადამიანი. არასოდეს ვყოფილვარ. არასოდეს ვიქნები. ის რომ კელაპტრებით არ დავრბივარ, ყველას და ყველაფერს ვცდილობ თავისი სახელი დავარქვა და ყველაფერზე შემიძლია ღლაბუცი, არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე ცუდს ვუსურვებ. ადამიანობას ნუ დაგაკარგვინებთ უსამართლობა და ბრაზი. " - წერს ჯაფარიძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, პატრიარქი ამ დროისთვის , მართვით სუნთქვაზე იმყოფება.









