„პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას იღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტია დროას თავმჯდომარე ელენე ხოშტარია, მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ჟაკ დელორის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი თორნიკე გორდაძე;
„იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ევროპის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აინტერესებთ, სტატუსის მიღების შემდგომ რამდენად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს ოლიგარქ ივანიშვილის “ქართული ოცნება” ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს. ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ტესტს, რომ საქართველომ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა