ახლა ამოცანა საზღვრის დაკეტვა კი არ უნდა იყოს, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმის შეცვლა კოალიციური მთავრობით, – ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ამოცანა საზღვრის დაკეტვა კი არ უნდა იყოს, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმის შეცვლა კოალიციური მთავრობით, რომელიც საზღვარსაც დაკეტავს და სხვა უამრავ რამეს გააკეთებს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესშია.
დაკეტილი ლარსი ვერ გადაგვარჩენს, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჭრილობები ღიაა. ნატო-სა და ევროკავშირში ყოფნა გადაგვარჩენს, რაც რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში არ მოხდება.
მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და ჩვენ „2024-ის არჩევნებიო“ გავიძახით“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.