საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან მე-15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპანტების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.