უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამო, საქართველოს საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს.
"ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს." - წერს ზელენსკი "ტვიტერში".
ღრმად თანავუგრძნობთ 🇬🇪 საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 4, 2023