უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული ტერორის დამარცხება მხოლოდ სრულყოფილი საჰაერო ფარის მოპოვებით შეუძლია.
"უკრაინას სჭირდება სრულყოფილი საჰაერო ფარი - მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი რუსული სარაკეტო ტერორის დამარცხება.
ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია იმ რუსული რაკეტების ჩამოგდებაც, რომლითაც ტერორისტები განსაკუთრებულად ტრაბახობდნენ. პარტნიორების დახმარების წყალობით და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით ჩვენი ცის დამცველებმა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს.
მაგრამ მთელი ჩვენი ტერიტორიებისთვის, ყველა ჩვენი ქალაქისა და დასახლებისთვის საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. მსოფლიო არ უნდა შეეჩვიოს რუსულ ტერორს - უნდა დავამარცხოთ ტერორი. და ეს შესაძლებელია!“ - განაცხადა ზელენსკიმ.