შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ. მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაა დაკომპლექტებული!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი
მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა. - ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე