ქ.კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის.
ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს
უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული.
„მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ. „ - ნათქვამია ქ.კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურებით უზრუნველსაყოფად უკვე გადანაწილებულია საქალაქო დაწესებულებებში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.