ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, - ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და მათ დარწმუნებას, რომ თითქოს, „ხალხის ძალამ“ „რუსული“ კანონპროექტი დააინიცირა.
„რასაც ამბობენ, იმის პასუხს მიიღებენ! მე ვარ მოღალატე და ტარიელ ნაკაიძე - სამშობლოს სიამაყე?! წავიდნენ, თუ არ მოსწონთ პარლამენტის 78 წევრი, რომელსაც ეს ქვეყანა სიგიჟემდე უყვარს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს“, - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.