მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას.
„სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიღებულია აბსოლუტური უმრავლესობით. 567 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ საბოლოოდ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
🇬🇪Resolution on #Saakashvili was adopted by an overwhelming majority. 576 colleagues and I agree:
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) February 15, 2023
The health of @SaakashviliM, like other prisoners, is a responsibility of @GovernmentGeo.
We need an urgent humanitarian solution ASAP, so #Georgia can finally focus on other topics. pic.twitter.com/ZxIKA4ivvR