ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე უკიდურესად აუცილებელი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი ნათელია – ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია „სააკაშვილის პატიმრობაზე, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილი“. საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია“ – წერს ევროპარლამენტარი.