ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის პორტალზე გამოქვეყნებული
ევროპარლამენტარები თვლიან, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის რატიფიცირება სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადასტურებულია, რომ ევროკავშირს შეუძლია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება ერთსულოვნების გარეშე.
ტექსტში, რომელიც მიღებულ იქნა 469 ხმით 104 წინააღმდეგ, 55 თავი შეიკავა, ნათქვამია, რომ სტამბოლის კონვენცია რჩება საერთაშორისო სტანდარტად და ძირითად ინსტრუმენტად გენდერული ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაში. ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მცდელობებს შეცვალონ სტამბოლის კონვენციის განსახორციელებლად უკვე მიღებული ზომები და მოუწოდებენ მათ სრულად განახორციელონ იგი.
ევროპარლამენტარები გმობენ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და სტამბოლის კონვენციის წინააღმდეგ მიმართულ რეაქციას ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, როგორიცაა პოლონეთი, სადაც მთავრობას სურს კონვენციიდან გასვლა და ფაქტობრივად აკრძალა აბორტი. ისინი მოითხოვენ, რომ ეროვნული ხელისუფლება ებრძოლოს კონვენციის შესახებ დეზინფორმაციას.
სტამბოლის კონვენცია ევროკავშირის ექვს ქვეყანას ჯერ არ დაუმტკიცებია. ესენია ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა და სლოვაკეთი