"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ოფისში პრეზიდენტის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება. 

ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა, ხოლო 10:30 საათზე პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე გაკეთდება განცხადება. მისამართი: გორგასლის #20 - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება - მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, იმავე დღეს გაიმართება