„2008 წელს უფრო რთული სიტუაცია იყო, არა იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ დასავლური აზრი მაშინ სრულიად განსხვავებული იყო. ასე იყო ყირიმის ოკუპაციის დროსაც." - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.
როდესაც მთელ მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა უკრაინა, საჭიროებს დახმარებას, როდესაც საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობის, პროდასავლურობის თვალსაზრისით, ახლა საქართველო, მსუბუქად რომ ვთქვათ, გახდა პასიური. არა მხოლოდ არასოლიდარულია უკრაინის მიმართ, არა მხოლოდ არ ეხმარება მას, არამედ, პირიქით, საქართველო აქტიურად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც გმირულად იცავს საკუთარ ქვეყანას. უკრაინამ ევროპის კარი გახსნა და შანსი მისცა საქართველოს. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს პროტესტების ორგანიზება. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, სხვა ახალგაზრდა ადამიანები ძალიან სერიოზულად არიან ამით დაკავებული. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.