"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.
"გრიჩის" გარდა, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს.
ხელმოწერის პროცესი მედიისთვის დახურულია. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ეს, სულ მცირე, საპროტესტო აქტი იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.
შეგახსენებთ: აღნიშნული კანონის გაუქმების შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა.