დავფიქრდეთ, ნაჭუჭ-ნაჭუჭ გადმოყრილი საკენკად თავისუფლებები, როდემდე უნდა ითმინო და რატომ არ უნდა მოითხოვო სისტემა, რომელსაც ამნისტია ფიზიკურად არ დასჭირდება, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი შეაფასა.
„მთავარი პრობლემა არის ის რომ უამრავი ადამიანი არასწორად არის დაჭერილი და მერე მიდგება ხელისუფალი და არჩევნების წინ იწყებს ადამიანების თავისუფლებებით ვაჭრობას. არ შეიძლება, ადამიანის თავისუფლება არის მისი სიცოცხლის ნაწილი. დავფიქრდეთ, ნაჭუჭ-ნაჭუჭ გადმოყრილი საკენკად თავისუფლებები, როდემდე უნდა ითმინო და რატომ არ უნდა მოითხოვო სისტემა, რომელსაც ამნისტია ფიზიკურად არ დასჭირდება. ახლა ხელისუფლება რას მეუბნება, რატომ ვაკეთებ ამნისტიასო, თუ სწორია ეს აქტი, თუ თვლის, რომ გასათავისუფლებელია ხალხი, რატომ დაიჭირა ეგეთი ხალხი? ან ერთში გვატყუებს, ან მეორეში გვატყუებს. პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ თითოეულ დღეზე, რომლის განმავლობაში ის ადამიანი ციხეში ჰყავდა. ისეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ, რომ ამნისტია საჭირო არ გახდეს ფიზიკურად“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.