როდესაც ირაკლი კობახიძე, ან შალვა პაპუაშვილი, ან პარლამენტის წევრი დასანქცირებული გყავს, იმ ქვეყნის სენატორი ვეღარ ურთიერთობს ამ ადამიანთან. შესაბამისად, სახელმწიფო ურთიერთობები აღარ დგება,- ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ხელისუფლების დეზინფორმაციის მანქანა ცდილობს, რომ მთელი ეს პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა და ხვალ, ზეგ, ერთი თვის შემდეგ უფრო დამძიმდება, წარმოაჩინოს - დიდი ამბავი, თუ ბილეთის ყიდვას ამიკრძალავენ, არ წავალ ამ ამერიკაში ერთი, ოთხი თვე და ამით ქვეყანა არ დაიქცევა. როდესაც ირაკლი კობახიძე, ან შალვა პაპუაშვილი, ან პარლამენტის წევრი დასანქცირებული გყავს, იმ ქვეყნის სენატორი ვეღარ ურთიერთობს ამ ადამიანთან. შესაბამისად, სახელმწიფო ურთიერთობები აღარ დგება. როდესაც პრემიერი დასანქცირებული გყავს, იმ ქვეყანაში ელჩი აღარ გყავს, იმ ქვეყნის ელჩი შენთან აღარ არის, ამიტომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობები ქრება. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ამას მოჰყვება, ყველა პროგრამის, კარგ შემთხვევაში, დაპაუზება, რადგან ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, მაგრამ უკიდურეს და აპოკალიფსურ შემთხვევაში, ამ ურთიერთობების გაწყვეტა",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.