ჩემი გადასახედიდან, როდესაც გვარამია იყო პოლიტიკაში, ეს არ იყო საუკეთესო წლები მისი ცხოვრების, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„ნიკა გვარამია იყო უკვე პოლიტიკაში, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა და ჯერ რომ არ გვინახავს ისეთი ამბავი. ჩემი გადასახედიდან, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, ეს არ იყო საუკეთესო წლები მისი ცხოვრების, ამიტომ იმედი მაქვს, რომ თუ ისევ აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ალბათ, არ იქნება იმ ტიპის და გადახედავს იმ მიდგომებს, რომელიც როდესაც პოლიტიკაში იყო მაშინ ჰქონდა,“ - ამბობს ხიდაშელი.